მთავარი » ფაილები » მოთხრობები - Stories |
My dream_Justin Bieber
20.05.2011, 19:00 | |
ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი და მაკას ურთიერთობა მთლიანად გაწყდა. სკოლაში წასვლა დილით არ მინდოდა, რადგან იქ ყველა გოგო მე დამცინოდა, ნინის გარდა. თავს ყველაზე სულელ ადამიანად ვთვლიდი, რადგან ჯასტინის სიმღერები მობილურში ჩავწერე. ნინი ყველანაირად მაწყნარებდა და მეუბნებოდა რომ კარგად მოვიქეცი, თუმცა ეს უფრო მაღიზიანებდა და მის აზრს არ ვითვალისწინებდი.ბიბერის ხსენებაც კი არ მინდოდა. მსურდა შემეძულა, მაგრამ ამას ვერაფრით ვახერხებდი... ამასობასი ზამთრის არდადეგებიც დაიყწო. ეს დრო სამოთხედ მეჩვენებოდა მთელ დროს ფიქრში ვატარებდი. კლასელებს ვერ ვხედავდი, ასე რომ არავინ მაწუხებდა ირონიული რეპლიკებით... ვერც ნინი მარიგებდა ჭკუას. ეს ყველაზე კარგი შანსი იყო ჩემს თავში გარკვევის, თუმცა მე ეს შანსიც ვერ გამოვიყენე.
არდადეგებიც დასრულდა. კლასში ახალი მოსწავლე შეგვემატა - ნია. ძალიან უცნაური გოგო იყო. ყურადღებას არავის აქცევდა, მაკასაც კი. ხმას მხოლოდ მაშინ იღებდა თუ გაკვეთილს ყვებოდა. ერთხელაც გოგოები ჩვეულებრივად იცინოდნენ იმაზე რომ ჯასტინი მომწონდა, ეს ნიამ დაინახა და გაკვირვებულის სახე მიიღო. ამაზე კიდევ უფრო გაეცინათ მაკას და მის მეგობრებს. როდესაც სახლში მივდიოდი, ნია წამომეწია და დამიძახა. მე უკან მივიხედა. მან ხელით მანიშნა მასთან მივსულიყავი. ჩვენ სკამზე დავსხედით. __რატომ დაგცინოდნენ? __იმიტომ რომ ჯასტინ ბიბერი მომწონს __ეგ ის მომღერალია ხო? __კი... __მაგაში დასაცინი რა არის? ყველას თავისი კუმირი ყავს... __მაკას ეზიზღება ჯასტინი და მე მისი მეგობარი ვარ. მგონი... __მერე რა... ჩემ მეგობარ ოპერა მოწონს, მე როკი. მაგრამ ჩვენ ისევ მეგობრები ვართ. თუ მართლა შენი მეგობარია, ამას ჩვეულებრივად მიიღებდა. ე.ი. არაა შენი მეგობარი... __ყველა ცდილობს ემეგობროს, მეც მინდა მასთან მეგობრობა... __ის ერთი უბრალო გოგოა, რომელსაც ყველა ,,ეტენება", მაგრამ არავინ არ იცის რატომ. თქვენი კლასის გოგოებში ყველაზე ნორმალური ის ნინია. შენ ვინც მოგწონს იმისი ფანი იყავი და მაგ ამპარტავან მაკას ყურადღება არ მიაქციო. დაცინვას ყურადღება არ მიაქციო და მობეზრდებათ ნამდვილად. ახლა კი უნდა წავიდე. დაფიქრდი. მის ნათქვამმა ნამდვილად დამაფიქრა.იქნებ ის მართალი იყო და მაკასთვის ყურადღება არც კი უნდა მიმექცია... | |
ნანახია: 920 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 3 | |
| |