მთავარი » ფაილები » მოთხრობები - Stories

My Dream_Justin bieber
21.05.2011, 14:45
ნიასთან საუბარი ჩემი კომპლექსების დაძლევაში დამეხმარა. კარგად გავაცნობიერე რომ ჯასტინ ბიბერი ძალიან მიყვარდა და მისი ფანიც ვიყავი. ამის დასამტკიცებლად ჯასტინის მაისურებიც კი ვიყიდე. მობილური მისი სიმღერებითა და სურათებით გავავსე. მეორე დღეს ასე მივედი სკოლაში. სანამ კლაში შევიდოდი თითქოს რაღაც მაკავებდა. მეშინოდა ისევ არ დაეცინათ. ამ დროს ნია მოვიდა ჩემთან და მითხრა:

__კარში რატო დგახარ? შევიდეთ. თუ რამესი გრცხვენია მე დაგეხმარები ;)
__კარგიი :))__მაშინ მივხვდი რომ ჩემი ნამდვილი მეგობარი ის იყო ვინც მხარში მიდგებოდა და არა ის, ვინც ზემოდან მიყურებდა.
კლასში შევედი. იქ მაკას მთელი სასტავი იყო. ისევ იმაზე იცინოდნენ რომ ჯასტინი მომწონდა. მე ისე გავუარე ვითომ ვერ ვიგრძენი მათი არსსებობა. შესვენებაზე მაკა ჩემთან მოვიდა და მითხრა:
__სიმართლე რომ გითხრა შენთან ცუდი ურთიერთობა ნამდვილად არ მინდა... თუ ჩემთან მეგობრობა გინდა, ბიბერი უნდა დაივიწყო სამუდამოდ და შეიძულო. ის უნდა მოგწონდეს რაც მე. მაგ ნიას თავი უნდა დაანებო_ვერ ვიტან! ნინისთან მთლიანი ურთიერთობა უნდა გაწყვიტო. ამის შემდეგ შეგვიძლია საუკეთესო მეგობრები ვიყოთ.
ეს წინადადება ერთი შეხედვით ძალიან მაცდური ჩანდა. ვფიქრობდი დავთანხმებოდი. ეს ხომ ყველა ჩემი კლასელის ოცნება იყო. ყველა შურით აივსებოდა. მაკასთან ერთად ვერავინ გამიბედავდა დაცინვას, მაგრამ... უცებ ნიას სიტყვები გამახსენდა. როცა მეუბნებოდა რომ ჩემი აზრი უნდა დავიცვა და არავის არ უნდა დავემორჩილო. ვისი ფანიც მინდა იმისი უნდა ვიყო. ამის შემდეგ მაკას ვუპასუხე, რომელიც თანხმობას ელდა:
__შეიძლება ეს შემოთავაზე მთელ კლასს მიეღო, მაგრამ მე აღარ მინდა შენთან მეგობრობა. ჯასტინის ფანი ვარ და მორცა. არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ. მაინც ვერ ვხვდები რა დაგიშავრს ნინიმ და ნიამ! ყველაზე ნორმალური ადამიანები ამ კლასში ისინი არიან. არ ვაპირებ შენ დაგემორჩილო რადგან შენ ჩემთვის არავინ ხარ! არ მაინტერესებს შენ რა და ვინ მოგწონს. შენნაირი მეგობარი არ მინდა. მოღალატე და ამპარტავანი..! თითქოს რამეთი იყო ჩემზე მეტი! ჯასტინს შენნაირ სულელზე არ გავცვლი!
__როგორც გინდა! მე შემოგთავაზე და სულელი შენ ხარ რომ არ დამთანხმდი! აუცილებლად ინანებ! გყავდეს ეგ შენი ჯასტინი, ნინი და ნია! იოცნებე ბიბერზე! მაინც ვერასდროს ნახავ და დაელაპარაკები! ამაზე მხოლოდ უაზრო ოცნება შიძლება, შენი ნებაა! ნამდვილი სულელი ხარ!
__სულელია ეს ნატა__თქვეს ჩვენს ირგვლივ შემოკრებილა ბავშვებმა
__თქვენ თავს მიხედოთ უკეთესი იქნება__თქვა ნინიმ.
იმ დღიდან ჯასტინის შეურაცხყოფა საშინლად მაღიზიანებდა და მინდოდა ყველა ერთიანად მეცემა. :P მე ნინი და ნია იმ დღიდან საუკეთესო მეგობრები გავხდით. ერთმანეთს ყველანაირად ვეხმარებოდით. ნიას ჯასტინ ბიბერი მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა მაგრამ მაინც ჩვენსკენ იყო და არასდროს გვეუბნებოდა რატომ მოგწონთ ის.
ერთ დღესაც ძალიან უცნაური მიზანი გამიჩნდა. მინოდოდა ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის რათა. ჯასტინს შევხვედროდი. ეს ყველაფერი როცა ნინის მოვუყევი მითხრა, რომ ეს სისულელე იყო. მე კი ვუპასუხე:
__ეს შეიძლება სულელური ახირება იყოს მაგრამ, აუცილებლად ავისრულებ ;)
ინტერნეტში ვეძებდი მასალებს, რათა გამერკვია რა დროს სად იყო, მის ტურნეებზე და ყველაფერზე მცოდნოდა. ამერიკაში წასვლა მინდოდა. მაგრამ ეს სირთულეს წარმადგენდა მშობლების მხრიდან. ერთხელაც ყური მოვკარი რომ მამაჩემი მივლინებით ა.შ.შ.-ში მიდიოდა. ეს ერთადერთი შანსი იყო.
__მამა ამერიკაში მიდიხარ?__ვკითხე მას
__კი, სამსახურიდან. რაში გაინტერსებს?
__იცი ყოველთვის ვოცნებობდი ამერიკის ნახვაზე :)) რომელ ქალაქში მიდიხარ?
__ბევრ ქალაქში მომიწევს წასვლა. ლოს-ანჯელესშიც კი.
__აუ რა მაგარია ჰოლივუდი :)) არ შეიძლება მეც წამოვიდე და რამე სწავლის კურსები გავიარო?
__ისე კარგი აზრია! სამი თვე მივდივარ და რამე კურსებს გაივლი. თან მეც იქ ვიქნები. გავარკვევ ყველაფერს :))
__რა მაგარია! ე.ი. შეიძლება მეც წამოვიდე ამერიკაში?
__ვნახოთ რა მოხდება. :)) შეიძლება გამოვიდეს რამე.
__მაგარია :)
__ახლავე გავარკვევ.
მამაჩემი ვიღაცასთან კარგა ხანს საუბრობდა. ბოლოს მითხრა:
__მოემზადე, ამერიკაში ჩემთან ერთად მოდიხარ კურსების გასავლელად!
ამ ამბით ძალიან გახარებული ვიყავი. ერთადერთი შანსი იყო ჯასტინ ბიბერს შევხვედროდი. თუმცა როგორ ეს იყო საკითხავი...

კატეგორია: მოთხრობები - Stories | დაამატა: Ann_Belieber
ნანახია: 1296 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
#    პარასკევი, 10:45
JUSTINII ROGOR MIYAARRSS!!CHEMI CXOVREBAAA<3





# Ann_Belieber    შაბათი, 17:50
ჯასტინთან დამოკიდებულება კი ;)





# Ann_Belieber    შაბათი, 17:49
არა :) საერთოდ არ ამომიღია არაფერი :))





# Kidrauhl♥    შაბათი, 19:15
ai nia da nini mecnoba :D :D tata da gvanca :D ninis uyvars jastini, nias ara :D :D





# Kidrauhl♥    შაბათი, 14:46
ძაან კაია. მომწონს.. ისე ეპიზოდები, ასე მგონია პირადი ცხოვრებიდან არის :) ესეა ხო? :) ILY ILY ILY ILY ILY





კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

მინი-ჩეთი

500