მთავარი » ფაილები » მოთხრობები - Stories

My Dream_Justin Bieber
21.05.2011, 19:14

აი ჩემი წასვლის დროც დადგა. სკოლაში ნიასა და ნინისთან გამოსამშვიდობებლად წავედი. მთელი კლასის გოგოები შურის თვალით მიყურებდნენ. მაკას გარდა არავინ იყო ნამყოფი ამერიკაში, ისიც მხოლოდ ტურისტის სახით იყო ჩასული. ჩემ კლასელებთან იმ დღესაც მომივიდა კონფლიქტი. მასწავლებელთან რგორც ყოველთვის მაკა გამოჩნდა მართალი. მაგრამ ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა. რადგან ეს არაერთხელ მომხდარა და უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ვცდილობდი მათთან კამათისთვის თავი ამერიდებინა.
ძალიან მინდოდა მალე მოსულიყო ღამე რათა მალე გავფრენილიყავი. არ ვიცოდი იქ რა მომელოდა, ვნახავდი თუ არა ჯასტინს მაგრამ ამის დიდი იმედი მაინც მქონდა. ასე რომც არ მომხდარიყო კურსებს მაინც გავივლიდი :P:D ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი. ნინი და ნია რათქამაუნდა გულთბილად გამომემშვიდობნენ.
__იმედი მაქვს შენს ოცნებას აისრულებ ამერიკაში. თუ ჯასტინს შეხვდი ერთი ავტოგრაფი ჩემთვის ჩამომიტანე :P_მითხრა ნინიმ
__კეთილ მგზავრობას და შენი ახირების ასრულებას გისრულებ. კურსები არ დაგავიწყდეს, მარტო ბიბერზე ფიქრს არ გადაყვე :D_მითხრა ნიამ
__მადლობა გოგოებო :* დაგირეკავთ სკაიპში. ნახვამდის :))
მათმა სიტყვებმა ოპტიმისტობა და იმედი შემმატა. სახლში მისვლისას ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე. დედაჩემს ცრემლები ცვიოდა, თითქოს სასიკვდილოდ მივდიოდი. მე მას ვაწყნარებდი და გულში მეცინებოდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. შანსი მეძლეოდა ყველაზე დიდი ოცნება ამესრულებინა.
აი ღამის თორმეტი საათიც დადგა. მედა მამა აეროპორტში წავედით. რეგისტრაცია გავიარეთ და თვითმფრინავში ჩავსხედით. მალე თვითმფრინავიც აფრინდა. სტიუარდესა ფეხსაცმლის კაკუნით შემოდიოდა და მაღვიძებდა ხოლმე :D . მახსოვს რაღაც უგემური საჭმელი :P. პირდაპირი რეისი არ იყო და სხვა თვითმფრინავშიც გადავჯექით. ნიუ იორკში იქაური დროით ღამის სამ საათზე ჩავფრინდით. დედაჩემს დავუკავშირდით და დავიძინეთ.
დილით ნიუ იორკი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. მართლაც ულამაზესი ქალაქი იყო. ცათამბჯენები ზღვას გადაჰყურებდა. მამაჩემი დილითვე წასულიყო სამსახურში, მე კი სასტუმოსოთახში მარტო ვიყავი. მინდოდა უკეთ დამეთვარიელებინა ნიუ იორკი. არ მინდოდა შორს გავსულიყავი რადგან ალბათ დავიკარგებოდი. ახლოს მვდიოდი როცა მივხვდი, რომ არ ვიცოდი სად ვიყავი. ლამის პანიკაში ჩავვარდი. ყველა სახლი ერთმანეთს გავდა. ისიც კი აღარ მახსოვდა იმ სასტუმროს რა ერქვა, სადაც ვცხოვრობდი.ალბათ მთელი ქუჩა შემოვიარე. მამაჩემი სასტუმრსი მივიდოდა და ავერ მნახავდა. ალბათ გაბრაზდებოდა. ძალიან მეშინოდა. აქეთ-იქით დავრბოდი და მგონი უფრო და უფრო ვშორდებოდი ჩემს სასტუმროს. დაახლოებით ერთი საათი დავრბოდი უგზა-უკვლოდ. ბოლოს მამაჩემი დავინახე და მისკენ გავიქეცი. მას გაფითრებული სახე ქონდა და ვატყობიდი რომ საყვედურის მოცემის თავიც კი არ ქონდა. მე ამოვისუნთქე და შიშმაც გადამიარა. თურმე არც ისე შორს ვყოფილვარ ჩემი სასტუმროსგან. ის ძალაინ ახლოს იყო. გადავწყვიტე ამიერიდან აღარ გავსულიყავი მარტო ნიუ იორკში.
შემდეგ დღეს მამაჩემმა იმ კოლეჯში მიმიყვანა სადაც კურსები უნდა გამევლო. ეს იყო ერთთვიანი კურსები. დაარჩენი დრო კი შემეძლო მამაჩემთან ერთად მევლო სხვადასხვა ქალაქებში. თავიდან კურსებზე ამერიკულ ინგლისურად თითქმის ვერაფერს ვიგებდი, მაგრამ ბოლოს მივეჩვიე. ინგლისურის ცოდნას უფრო განვამტკიცებდი.
ერთი თვე მალე გავიდა. მამაჩემი ორ კვირაში ლოს-ანჯელესში უნდა წასულიყო...
კატეგორია: მოთხრობები - Stories | დაამატა: Ann_Belieber
ნანახია: 1000 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
#    კვირა, 23:03
http://gejbfans.ucoz.com/16.gif





# Ann_Belieber    შაბათი, 21:01
gogo New York-My Dreamcity-a vax :D





# Kidrauhl♥    კვირა, 18:22
anaa :D





# Kidrauhl♥    შაბათი, 19:14
New Your..- My DreamTown.. mm mm





კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

მინი-ჩეთი

500