მთავარი » ფაილები » მოთხრობები - Stories |
My Dream_ Justin Bieber
23.05.2011, 20:30 | |
ორი კვირაც სულ მალე გავიდა და ლოს-ანჯელესშიც ჩავედი. ჰოლივუდი ძალიან
მომეწონა, მაგრამ ვერცერთი ცნობილი ადამიანი ვერ ვნახე პირველ დღეს. იქ ერთი კვირა უნდა დავრჩენილიყავით. მუნდოდა ეს დრო მაქსიმალურად გაწელილიყო. უკვე ხუთი დღე გავიდა. ამ ხუთი დღის განმავლობაში ჯასტინი ამერიკაში არც ყოფილა. როცა იმედი მქონდა გადაწურული, ყური მოვკარი, რომ ჯასტინი კონცერტს მართავდა ერთ კვირაში. არც კი ვიცოდი მამაჩემისთვის როგორ მეთქვა იქ კიდევ ერთი კვირიტ დავრჩენილიყავით. მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. მამაჩემთან მივედი და ვუთხარი: __მამა რაღაც რომ გთხოვო ამისრულებ? __რა უნდა მთხოვო? __არ შეიძლება ერთი კვირით კიდევ დავრჩეთ აქ? __რატომ? __იცი ძალიან მომეწონა ეს ადგილი და... __სიმართლე მითხარი __კარგი. ერთი ადამიანის კონცერტს მინდა დავესწრო, რომელიც ერთ კვირაშია. __ვინ? __ჯასტინ ბიბერი. არ გეცოდინება. __უამრავი საქმე მაქვს! აქ მარტო ხომ არ დაგტოვებ?! __ვინმესთან ერთად დამტოვე რა ძალიან გთხოვ... პატარა ხო არ ვარ. 15-ის ვარ უკვე! __მაშინ ჩემი პარტნიორის ოჯახში დაგტოვებ. კონცერტის შემდეგ კი თვითმფრინავით ვაშინგტონში გამოგიშვებენ, მე იქ ვიქნები. __მაგარია! დავრჩები.ისე კონცერტი ცოტა ძვირი ღირს... __არაუშავს, რაც არის. __მაგარი მამა ხარ! __ვიცი. მამაჩემი მომდევნო დღეს წავიდა, მე კი ვიღაცის ოჯახში დავრჩი. იქ ერთი ჩემხელაგოგო იყო და ისიც აპირებდა ჯასტინის კონცერტზე წასვლას. მას კლაუდია ერვა. ის ძალიან მოეწონა. ჩვენი აზრები ერთმანეთს ძალიან ემთხვეოდა. მისგან გავიგე რომ ბიბერი სცენაზე გოგოების აყვანას აპირებდა. მეც ამის მეტი არაფერი მინდოდა. აი ერთი კვირაც გავიდა. ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი რა მოხდებოდა. საღამოსექვსი იყო როცა სახლიდან გავედით.ძალიან კარგ ხასიეთზე ვიყავი, თუმცა ვღელავდი. აი დარბაზშიც შევედით. წინა რიგებში დავდექით. კონცერტის დაწყებამდე წუთებიღა იყო დარჩენილი. გული ისე მიცემდა რომ მეგონა ყველას ესმოდა. კლაუდიაც ძალიან ღელავდა. ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებდით. უცებსცენა განათდა და ჩვენ ჯასტინი დავინახეთ. ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. დარბაზში ყიჟინა ისოდა. შოკში ვიყავი, ხმას ვერ ვიღებდი... (შემდეგ თავში_ რა სურპრიზი ელის ნატას) | |
ნანახია: 1151 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 3 | |
| |