ჯასტინ ბიბერმა იცის ერთი რამ მართვის შესახებ: თქვენ არ უნდა გააგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება (ესემესი) როდესაც თქვენ ზიხართ საჭესთან. ამიტომაც 17 წლის მომღერალმა ხელი მოაწერა კამპანიაზე, რომელიც ხალხს და მის ფანებს მოუწოებს გამორთონ სმატფონები და მობილურები როდესაც ისინი მართავენ ავტომობილს. "ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება მესიჯობისა და საჭის მართვის მიმართ, ჩემი პირადი მიზნებია რომ ეს მოხდეს"-განაცხადა ბიბერმა. ის ასევე ამბობს რომ PhoneGuard -ის წამყვანი უსაფრთხოების პროგრამა შეუძლებელს ხდის იმესიჯო საჭესთან. "ჩვენ გვაქვს ბანერები, რომლებიც ამბობს "არ იმესიჯო საჭესთან" ეს კი ჩემთვის ნამდვილად ბევრს ნიშნავს"_აცხადებს ჯასტინი. ჯასტინ ბიბერი მოუწოდებს თავის ფანებს რომ დათმონ შეტყობინებების გზავნა საჭესთან ჯდომის დროს. ჯასტინ ბიბერი დაეხმარება ბრაუნების ოჯახის ფონდს. ბრაუნების ქალიშვილი საჭესთან მესიჯობის დროს გარდაიცვალა. ეს კამპანია ჯასტინის მხრიდან კიდევ ერთხელ უჭერს მხარს anti-texting-ს. ჯასტინის გარდა ამ კამპანიას უერთდებიან სხვა ცნობილი სახეები როგორებიც არიან: Jonas Brothers,Jordin Sparks,Meaghan Martin, Glee-ს მსახიობი ჯეინ ლინჩი, ასევე Oprah Winfrey-მ მოუწოდა თავის ფანებს დახმარებისკენ, 423.000 მისი ფანი დაეთანხმა ამ კამპანიას. და ახლა უკვე ამ ხალხის რიცხვს შეუერთდა ჯასტინ ბიბერი.
|