სელენა გომეზს ინტერვიუ ჩამოართვა ''Seventeen''-მა, სადაც მას ჯასტინის შესახებაც დაუსვეს კითხვები. შემოგთავაზებთ ინტერვიუს იმ ნაწილს სადაც მან ჯასტინზე ისაუბრა. -თავდაპირველად ჯასტინთან ურთიერთობაზე არაფერს ამბობდით, შემდეგ კი უკვე ღიად დაიწყეთ საუბარი, მეტიც ოსკარის ცერემონიაზეც მასთან ერთად გამოცხადდით. -ვიცი. ეს იყო ჩვენი გეგმა. (აქ ვერ გავიგე რა იგულისხმა :O) -არის მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეთ, რომ ჯასტინთან ურთიერთობასთან დაკავშირებით გახსნილი იყოთ? -მე არ მიყვარს მალვა. რა თქმა უნდა, რამდენიმე რაღაცას პირადულად ვიტოვებ, თუმცა მე 18 წლის ვარ და ეს ჩვეულებრივი ადამიანია, თუ ვინმე შემიყვარდება. ასეთ ასაკში, მე ყოველთვის გავერთობი მეგობრებთან ერთად, გამიტაცებს ადამიანები და ვთვლი, რომ ეს სავსებით ნორმალურია. -რაც უფრო ღიად ჩნდები ჯასტინთან ერთად საზოგადოებაში, მით უფრო მჭიდრო კავშირი გაქვს მის ფანებთან. გაგონდებათ შემთხვევა, როდესაც თავად გყოლიათ კუმირი და მისი ფანის მოკვლა გდომებიათ? -თქვენ მე დამცინით? მე კვლავაც ვფიქრობ ზაკ ეფრონის ცოლობაზე! -ჩვენ ვიცით, რომ ის თავისუფალია. -არა. მე მას არ ვეხები. მე ვანესა ჰაჯენსიც ძალიან მიყვარს. -არის რაიმე რასაც ჯასტინის ფანებს ეტყოდი? -მე შევდივარ ამ გოგონების მდგომარეობაში და მე მათ ვუგებ.
|